Saturday, June 3, 2017

სასკოლო სკვერის მოწყობა


პროექტის სახელწოდება
სასკოლო სკვერის მოწყობა
პროექტის მთავარი იდეა

მოვაწყოთ სასკოლო სკვერი სკოლის ეზოში, რისთვისაც უნდა გამოიყენონ უკვე ნასწავლი ფართობისა და პერიმეტრის გამოსათვლელი ფორმულები.
პროექტის აქტუალობა
სწავლების  პროცესში არსებული პრობლემა: მოსწავლეებს უჭირთ მართკუთხედის და კვადრატის ფართობისა და პერიმეტრის გამოსათვლელი ფორმულების გარჩევა და გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
პროექტის მიზანი
მოსწავლეს გამოუმუშავდება უნარი - სწავლა კეთებით, რაც არასოდეს დაავიწყდებათ.
მონაწილეთა ასაკი
10-11 წელი
ვადები, ხანგრძლივობა
15 დღე
მოსალოდნელი შედეგები პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
ყველა მოსწავლე შეძლებს ფართობისა და პერიმეტრის გამოსათვლელი ფორმულების გარჩევას და გამოყენებას პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი,ფოტოაპარატი პროექტორი,მეტრიანი, ვიდეო კამერა, მიწასთან სამუშაო იარაღები, ყვავილის ნერგები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
ფასილიტატორი აცნობს მოსწავლეებს პროექტის სახელწოდებას, ახდენს დავალებების დელეგირებას, ამზადებს ისტს და სხვა დამხმარე საშუალებებს. წინასწარ დაგეგმილი გეგმის მიხედვით ქმნის ორ სამუშაო ჯგუფს.ერთ ჯგუფს ეძლევა მოაწყონ მართკუთხედის ფორმის, ხოლო მეორეს კვადრატის ფორმის სკვერები.სამუშაო ჯგუფი ახორციელებს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოს.(ნაწილი ახდენს სკვერის შემორაგვას, ნაწილი გაზომვებს,ნაწილი ორმოების ამოღებას, ყვავილების დარგვას, მორწყვას, ვიდეოს გადაღებას,ფოტოების გადაღებას.) ჯგუფი ამზადებს პროექტის მიმდინარობისა და მიღებული შედეგების ამსახველ პრეზენტაციას.რისთვისაც განსაზღვრული იქნება წარდგენის ფორმატი.ბოლოს ფასილიტატორი მოსწავლეებთან შეთანხმებული რუბრიკის შესაბამისად აფასებს პროექტის განხორციელებას და მის შედეგს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან- სასწავლო გეგმასთან კავშირი
ბუნება, შრომითი სწავლება, ისტი
პროექტის ხელმძღვანელი
მანანა რუსია
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
manana.rusia21@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი,ბლოგი
mananarusia21blogspot.com


No comments:

Post a Comment