Sunday, May 28, 2017

მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესი

გაკვეთილის  გეგმა
გაკვეთილის მთავარი  თემა
მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესები
სწავლების  საფეხური
საბაზო საფეხური XIკლასი
მოსწავლეთა  პროფილი
30 მოსწავლე
გაკვეთილის  მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს რთული და მარტივი პროცენტის ფორმულების გამოყენებას პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას
გაკვეთილის  მიზნები და შედეგები
მოსწავლე ერკვევა ბანკში ანაბარზე სარგებლის დარიცხვის ზოგიერთ წესში, იმუშავებს სხვადასხვა წესს შორის სწორი ანალიზის გაკეთების უნარს და გამოთქვავს ვარაუდებს და აკეთებს დასკვნებს.
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეებმა იციან რიცხვის პროცენტის გამოთვლა, ფუნქციის ზრდადობა, კლებადობის შემოწმება, საკოორდინატო ღერძებთან გრაფიკის გადაკვეთის წერტილების დადგენა.
შეფასების  საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
კალკულატორი,
ცხრილები, სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები- 2წთ
  • Aფაზა
გამოწვევა-15 წთ
წინარე ცოდნის შემოწმებას ახდენს მასწავლებელი კითხვების დასმით,ასევე იყენებს ისტ-ს, აჩვენებს გრაფიკებს, განსაზღვრავს რომელი გრაფიკი რომელ ფორმულას მიესადაგება.მასწავლებელი კლასს ყოფს სამ ჯგუფად შემთხვევითობის პრინციპით 10-10-10 ჩხირებზე აწერს ერთიანს, ორიანს, სამიანს. თითოეული მოსწავლე იღებს ერთ ჩხირს. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ვისაც შეხვდათ ერთიანები დაჯგუფდნენ ერთად, ორიანები ერთად, სამიანები ერთად. ამის შემდეგ მასწავლებელი მაგიდაზე დებს სამ ფურცელს რომელზედაც მოცემულია სამი დავალება და სამივე ჯგუფი ირჩევს .
პირველ ჯგუფს ეძლევა გაარჩიოს გრაფიკზე მოცემული ფუნქციის თვისებები
ასევე მეორე და მესამე ჯგუფები ცემენ პასუხებს თავის დავალებას.
  • B ფაზა -შინაარსის რეალიზება-20 წთ
შესრულებული დავალების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას და ახდენენ დავალების ანალიზს, რომ მარტივი პროცენტის დარიცხვის შემთხვევაში სარგებელთა მიმდევრობა ქმნის არითმეტიკულ პროგრესიას, ხოლო რთული პროცენტის შემთხვევაში გეომეტრიულ პროგრესიას და მასწავლებელი პროექტორის საშუალებით ახდენს ამის დემონსტრირებას. მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს დამოუკიდებელ სამუშაოს.
დავალება-1 გამოთვალეთ წლიური 10 %-იანი სარგებელი მარტივი პროცენტის დარიცხვის შემთხვევაში.
დავალება-2 გამოთვალეთ წლიური 9%-იანი სარგებელი რთული პროცენტის შემთხვევაში.
  • C ფაზა- გამთლიანება-8 წთ
მასწავლებელი ახდენს დავალების შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, რა ვისწავლეთ,რაში გამოგვადგება ამ თემის შესწავლა და ახდენს მოსწავლეთა შეფასებას.


No comments:

Post a Comment