Saturday, June 3, 2017

სასკოლო სკვერის მოწყობა


პროექტის სახელწოდება
სასკოლო სკვერის მოწყობა
პროექტის მთავარი იდეა

მოვაწყოთ სასკოლო სკვერი სკოლის ეზოში, რისთვისაც უნდა გამოიყენონ უკვე ნასწავლი ფართობისა და პერიმეტრის გამოსათვლელი ფორმულები.
პროექტის აქტუალობა
სწავლების  პროცესში არსებული პრობლემა: მოსწავლეებს უჭირთ მართკუთხედის და კვადრატის ფართობისა და პერიმეტრის გამოსათვლელი ფორმულების გარჩევა და გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.